jump to navigation

თელავში ლესია უკრაინკას ძეგლის დადგმა გადაიდო იანვარი 13, 2010

Posted by heretifm in Uncategorized.
trackback

13-01-2010 – ხვალ, თელავში, დასასვენებელ პარკ “ნადიკვარში” ლესია უკრაინკას ძეგლი საზეიმოდ უნდა გახსნილიყო, თუმცა როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გოგიტა ხატიაშვილმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, ძეგლის გახსნის ცერემონია გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ხატიაშვილით თქმით, ცერემონიალის გადადების მიზეზი უკრაინული დელეგაციის მოუცლელობა გახდა.

ძეგლის დადგმის ინიციატივა უკრაინის მთავრობას ეკუთვნის, შესაბამისად ძეგლი საქართველოში კიევიდან  ჩამოიტანეს.

ლესია უკრაინკა, უკრაინელი პოეტი იყო, რომელმაც სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელი საქართველოში, მათ შორის თელავში გაატარა.

კომენტარები»

No comments yet — be the first.

დატოვე კომენტარი